დიმიტრი პესკოვი - უკრაინის დემილიტარიზაციის ამოცანა, ფაქტობრივად, დასრულებულია
უკრაინის დემილიტარიზაცია ამოცანა, ფაქტობრივად, დასრულებულია, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
პესკოვის თქმით, კიევი სულ უფრო ნაკლებად იყენებს საკუთარ იარაღს.
როგორც პუტინმა გუშინ განაცხადა, ერთ-ერთი ამოცანა იყო უკრაინის დემილიტარიზაცია. ამ ამოცანის უმეტესი ნაწილი, ფაქტობრივად, შესრულებულია. უკრაინა სულ უფრო ნაკლებად იყენებს საკუთარ იარაღს და სულ უფრო მეტად იყენებს იარაღის სისტემებს, რომელსაც დასავლეთი აწვდის“, – განაცხადა პესკოვმა.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინას მალე ამოეწურება საკუთარი სამხედრო აღჭურვილობა და მთლიანად გახდება დასავლეთზე დამოკიდებული, რაც გრძელვადიანი ბრძოლის უნარს შეუზღუდავს.