დიმიტრი პესკოვი - უკრაინის არმიის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის დაბომბვა კონფლიქტს სხვა დონეზე გადაიყვანს, რაც გლობალური და ევროპული უსაფრთხოების თვალსაზრისით კარგი არ იქნება
დიმიტრი პესკოვი - უკრაინის არმიის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის დაბომბვა კონფლიქტს სხვა დონეზე გადაიყვანს, რაც გლობალური და ევროპული უსაფრთხოების თვალსაზრისით კარგი არ იქნება

უკრაინის არმიის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის დაბომბვა კონფლიქტს სხვა დონეზე გადაიყვანს, რაც გლობალური და ევროპული უსაფრთხოების თვალსაზრისით კარგი არ იქნება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ნიუ იორკ თაიმსი“ წერს, რომ აშშ-ის ოფიციალური პირები მხარს უჭერენ იდეას, დაეხმარონ კიევს ნახევარკუნძულზე შეტევაში.

„ეს თავისთავად ასახავს დისკუსიას უკრაინისთვის იარაღის მიწოდების დასაშვებობის შესახებ, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების საშუალებას მისცემს. თუმცა უკრაინას უკვე აქვს იარაღი, რომლითაც ყოველდღიურად ახორციელებს დარტყმებს რუსეთის ტერიტორიაზე, ვგულისხმობ ჩვენს ახალ რეგიონებს. ეს პოტენციურად უკიდურესად სახიფათოა. ეს ნიშნავს კონფლიქტის ახალ დონეზე გადაყვანას, რაც, რა თქმა უნდა, არ იქნება კარგი გლობალური და ევროპული უსაფრთხოების თვალსაზრისით“, – განაცხადა პესკოვმა.

რუსეთმა უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია 2014 წელს განახორციელა.