დიმიტრი პესკოვი - უკრაინელი სამხედროები ფრონტის ხაზზე არახელსაყრელ ვითარებაში იმყოფებიან, ამის გამო უკრაინის პრეზიდენტი ომში დასავლეთის უფრო აქტიურად ჩართვას ცდილობდა
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, უკრაინელი სამხედროები ფრონტის ხაზზე არახელსაყრელ ვითარებაში იმყოფებიან და ამის გამო უკრაინის პრეზიდენტი ომში დასავლეთის უფრო აქტიურად ჩართვას ცდილობდა.
„კიევის რეჟიმის სხვადასხვა წარმომადგენელი, მათ შორის ზელენსკი, ბოლო დღეებში ბევრ განცხადებას აკეთებს, ზოგჯერ პანიკაშიც ვარდებიან. ეს გამოწვეულია ფრონტზე კიევის რეჟიმის ძალების უკიდურესად არახელსაყრელი პოზიციით“, – ამბობს პესკოვი.
კრემლის წარმომადგენლის შეფასებით, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების რიტმი რომც გაიზარდოს, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ეს არ მისცემს საშუალებას, შეცვალოს დინამიკა ფრონტზე.