დიმიტრი პესკოვი - უკრაინაში სპეცოპერაციის დასრულების თარიღი არ სახელდება
უკრაინაში სპეცოპერაციის დასრულების თარიღი არ სახელდება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„არა, დასრულების თარიღი არ სახელდება. რუსეთის ხელისუფლების ყველა გეგმა სრულად იქნება რეალიზებული ადრე დამტკიცებულ ვადებში“, – აღნიშნა პესკოვმა.
ამასთან, მისივე თქმით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შეუძლია კონტროლი დაამყაროს უკრაინაში მსხვილ დასახლებულ პუნქტებზე, ჰუმანიტარული დერეფნების გამოკლებით და მაქსიმალურად უზრუნველყოს მშვიდობიანი მოქალაქეების უსაფრთხოება.
პესკოვმა კომენტარი გააკეთა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის პრეზიდენტის მრჩევლის, ჯეიკ სალივანისა და ჯოზეფ ბორელის განცხადებაზე, სადაც ისინი ამბობდნენ, რომ პრეზიდენტი პუტინი იმედგაცრუებულია იმით, რომ მისი ჯარი წინ ვერ მიიწევს, ისე, როგორც ეს პუტინს სურდა.
„ოპერაციის დასაწყისში ვლადიმერ პუტინმა ნამდვილად გასცა ბრძანება თავდაცვის სამინისტროსთვის, რომ მათ თავი შეეკავებინათ დიდი დასახლებული პუნქტების შტურმისგან, მათ შორის – კიევის შტურმისგან“, – განაცხადა პესკოვმა. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი ამის მიზეზად იმას ასახელებს, რომ შეიარაღებული ნაციონალისტური ფორმირებები დასახლებულ პუნქტებში არიან გამაგრებული.