დიმიტრი პესკოვი - უკრაინაში ნატო-ს ჯარების გაძლიერება დამატებითი ზომების მიღებას მოითხოვს
უკრაინაში ნატო-ს ჯარების გაძლიერება დამატებითი ზომების მიღებას მოითხოვს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
კრემლის პრესსპიკერის თქმით, უკრაინაში ამერიკელი სამხედროების გამოჩენა რუსეთის საზღვრებთან დაძაბულობის შემდგომ ესკალაციას გამოიწვევს.
ჟურნალისტების კითხვაზე, როგორი შეიძლება იყოს ეს დამატებითი ზომები, პესკოვმა უპასუხა, რომ ყველა სახის, რაც აუცილებელი იქნება.
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთს დონბასში ყოვლისმომცველი ზავის უზრუნველყოფა არ შეუძლია, რადგან კონფლიქტის მხარეს არ წარმოადგენს, თუმცა შეთანხმების შესასრულებლად საკუთარ გავლენას იყენებს.
უკრაინის ხელისუფლების მტკიცებით, რუსეთი სასაზღვრო ზონაში სამხედრო ტექნიკის რაოდენობას ზრდის და უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.