დიმიტრი პესკოვი - უკრაინაში კონფლიქტის გაყინვის ვარიანტები რუსეთს არ აწყობს
უკრაინაში კონფლიქტის გაყინვის ვარიანტები რუსეთს არ აწყობს, – ამის შესახებ ბრიფინგზე რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მან კომენტარი გააკეთა სააგენტო „როიტერის“ სტატიასთან დაკავშირებით, რომელიც უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესაძლო სცენარებს ეხება.
„ამ კონფლიქტის გაყინვის რამე ვარიანტი ჩვენ არ გვაწყობს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი მიზნების მიღწევა, რომლებიც ყველასთვის კარგად არის ცნობილი“, – განაცხადა პესკოვმა.
ამასთან, კრემლის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ყოველთვის მზად არის უკრაინის საკითხზე კონტაქტებისა და მოლაპარაკებებისთვის.
„პრეზიდენტი მუდმივად აცხადებს, რომ მზად არის კონტაქტებისა და მოლაპარაკებებისთვის“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.