დიმიტრი პესკოვი სულელურს უწოდებს მოსაზრებას, თითქოს ვლადიმერ პუტინი მინსკში ბელარუსის ომში მონაწილეობაზე დასარწმუნებლად მიემგზავრება
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი სულელურს უწოდებს მოსაზრებას, თითქოს ვლადიმერ პუტინი მინსკში ბელარუსის ომში მონაწილეობაზე დასარწმუნებლად მიემგზავრება.
„ეს აბსოლუტურად სულელურ მონაჩმახად უნდა იქნას აღქმული“, – აცხადებს პესკოვი.
მან ასევე შეთქმულების თეორიის გამოვლინება უწოდა სპეკულაციას იმის თაობაზე, თითქოს ბელარუსი ცდილობს, ომში რაიმე მონაწილეობის სანაცვლოდ, ყველაზე ხელსაყრელი პირობები მიიღოს რუსული გაზის იმპორტისას.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ბელარუსში დღეს ჩადის.