დიმიტრი პესკოვი - საუბარი, რომ ვლადიმერ პუტინს ორეულები ჰყავს და თვითონ ბუნკერში ზის, კიდევ ერთი სიცრუეა, პუტინი არცერთ ბუნკერში არასდროს მჯდარა
საუბარი იმის შესახებ, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ორეულები ჰყავს და თვითონ ბუნკერში ზის, კიდევ ერთი სიცრუეა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ახალგაზრდული ფორუმის მარათონზე გამოსვლისას განაცხადა.
პესკოვის თქმით, პუტინი არცერთ ბუნკერში არასდროს მჯდარა.
„ალბათ გსმენიათ იმის შესახებ, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ბევრი ორეული ჰყავს, რომლებიც მის ნაცვლად მუშაობენ, როდესაც ის ბუნკერში ზის, ეს კიდევ ერთი დიდი ტყუილია. თქვენ, ყველანი ხედავთ, როგორია ჩვენი პრეზიდენტი. ის ადრეც აქტიური იყო და ახლაც აქტიურია. ადამიანებს, რომლებიც მასთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, გვიჭირს, რომ დავეწიოთ, მისი ენერგეტიკის შეიძლება მხოლოდ გშურდეს. თქვენ შეგიძლიათ ინატროთ, რომ იყოთ ისეთივე ჯანმრთელი, როგორიც ის არის. რა თქმა უნდა, პუტინი არცერთ ბუნკერში არასდროს მჯდარა“, – განაცხადა პესკოვმა.
ცნობისთვის, მანამდე უკრაინის სამხედრო დაზვერვაში განაცხადეს, რომ პუტინი ავად არის და მას რამდენიმე ორეული ჰყავს.