დიმიტრი პესკოვი - რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები ნულზეა, მე ვიტყოდი, ნულის ქვემოთაც კი, მაგრამ დროთა განმავლობაში მაინც მოგვიწევს საუბრის განახლება
დიმიტრი პესკოვი - რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები ნულზეა, მე ვიტყოდი, ნულის ქვემოთაც კი, მაგრამ დროთა განმავლობაში მაინც მოგვიწევს საუბრის განახლება

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები ნულამდეა დასული.

თუმცა, პესკოვის თქმით, დროთა განმავლობაში დიალოგის განახლება მოუწევთ.

„ურთიერთობები ნულზეა ან, მე ვიტყოდი, ნულის ქვემოთაც კი, მაგრამ მაინც, რადგან აშშ-საც და ჩვენც გვეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გლობალურ და სტრატეგიულ სტაბილურობაზე, ასე თუ ისე, დროთა განმავლობაში მოგვიწევს ამ საუბრის განახლება“, – განაცხადა პესკოვმა.