დიმიტრი პესკოვი - რუსეთის ეკონომიკა ახლა სერიოზულ ზეწოლას, მე ვიტყოდი, სერიოზულ დარტყმას განიცდის
რუსეთის ეკონომიკა ახლა სერიოზულ ზეწოლას განიცდის, მე ვიტყოდი, სერიოზულ დარტყმას, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„არის პოტენციალი, გვაქვს გეგმები. ენერგიული მუშაობა მიდის, ფეხზე დავდგებით“, – ამბობს პესკოვი.
სანქციების ფონზე რუსეთში შემოღებულ სპეციალურ ზომებთან დაკავშირებით პესკოვმა განაცხადა, რომ ეს განპირობებულია „მტრული ხასიათის გარკვეული ქმედებებით, რომლებიც ცდილობენ, შეარყიონ რუსეთის ეკონომიკის მთლიანობა“.
პესკოვის თქმით, ეს არამეგობრული ზომები უპრეცედენტო ხასიათისაა და ამ პირობებში რუსეთმა უნდა იმოქმედოს მტკიცედ, გააზრებულად და ნათლად.