დიმიტრი პესკოვი - რუსეთი მზად არის, დაუბრუნდეს შავი ზღვის „მარცვლეულის შეთანხმებას“, თუმცა უნდა შესრულდეს შეთანხმების ის ნაწილი, რომელიც რუსეთს ეხება
დიმიტრი პესკოვი - რუსეთი მზად არის, დაუბრუნდეს შავი ზღვის „მარცვლეულის შეთანხმებას“, თუმცა უნდა შესრულდეს შეთანხმების ის ნაწილი, რომელიც რუსეთს ეხება

რუსეთი მზად არის, დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს შავი ზღვის „მარცვლეულის შეთანხმებას“, თუმცა უნდა შესრულდეს შეთანხმების ის ნაწილი, რომელიც რუსეთს ეხება, – ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა რუსულ მედიასთან განაცხადა.

პესკოვის თქმით, ამ დრომდე შეუსრულებელია შეთანხმების ის ნაწილი, რომელიც რუსული პროდუქციისა და სასუქის ექსპორტს ითვალისწინებს.

„რუსეთი მზად არის, დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს შეთანხმებას, არა მხოლოდ მოლაპარაკებებს, არამედ თავად შეთანხმებასაც, მზად ვართ, დაუყოვნებლივ გავაკეთოთ ეს. თუმცა, უნდა შესრულდეს შეთანხმების ის ნაწილი, რომელიც რუსეთს ეხება. როგორც იცით, ამ დრომდე ეს არ გაკეთებულა“, – განაცხადა პესკოვმა.

რუსეთმა შავი ზღვის „მარცვლეულის შეთანხმებაში“ მონაწილეობა 17 ივლისს შეაჩერა.

თურქეთისა და გაერო-ს შუამავლობით გასულ წელს მიღწეული შეთანხმება შავი ზღვის გავლით უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს ითვალისწინებდა.