მოსკოვზე დრონებით თავდასხმის საფრთხე აშკარაა, მიიღება ზომები, – ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა რუსეთის დედაქალაქზე უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებული ბოლო იერიშის შესახებ საუბრისას განაცხადა.
„გუშინ ვთქვი, რომ, ექსპერტული თვალსაზრისით, ამაზე კომენტარის გაკეთება შეუძლიათ და უნდა გააკეთონ მხოლოდ სამხედროებმა. საფრთხე ნამდვილად არსებობს, ის აშკარაა, ზომები მიიღება“, – აღნიშნა პესკოვმა.
შეგახსენებთ, ღამით უპილოტო საფრენი აპარატით კვლავ განხორციელდა რუსეთის დედაქალაქში „მასკვა სიტიზე“ თავდასხმა. შენობაში, რომელზეც იერიში მიიტანეს, რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროა განთავსებული.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „დაუდგენელი დრონი“ უფრო მეტი იქნება.