დიმიტრი პესკოვი - მოსკოვსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობების პერსპექტივა ცუდია, არ ვფიქრობთ, რომ ევროპული დიპლომატია გავლენას მოახდენს ურთიერთობების ნორმალიზების თვალსაზრისით
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი გამოეხმაურა ევროკავშირის სამიტის ფარგლებში მიღწეულ შეთანხმებას ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელის პოსტზე კაი კალასის კანდიდატურასთან დაკავშირებით. პესკოვის განცხადებით, მოსკოვსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობების პერსპექტივა ცუდია.
მისივე თქმით, კალასს ჯერ არ გამოუვლენია დიპლომატიური თვისებები. როგორც დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, კაია კალასი „მძვინვარე რუსოფობიური განცხადებებით გამოირჩევა“.
„აქედან გამომდინარე, არ ვფიქრობთ, რომ ევროპული დიპლომატია როგორმე გავლენას მოახდენს ურთიერთობების ნორმალიზების თვალსაზრისით, მოსკოვსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობების პერსპექტივა ცუდია“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
პესკოვი ასევე გამოეხმაურა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების გადაწყვეტილებას, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე ურსულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურის მეორე, ხუთწლიანი ვადით წარდგენას ეხება: „ურსულა ფონ დერ ლაიენი უკვე კარგად არის ცნობილი, ამ შემთხვევაში საუბარია მხოლოდ რუსეთთან ურთიერთობაზე. ფონ დერ ლაიენი არ არის ურთიერთობების ნორმალიზების მომხრე, ასე ვიცნობთ მას, ასე გვახსოვს. ამ მიმართულებით არაფერი იცვლება“.