დიმიტრი პესკოვი -მოსკოვი სომხეთში მიმდინარე მოვლენებში არ ჩაერევა, ეს მათი შიდა საქმეა
მოსკოვი სომხეთში მიმდინარე მოვლენებში არ ჩაერევა – ეს განცხადება, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა გააკეთა.
„რატომ უნდა ჩაერიოს მოსკოვი? გეოპოლიტიკური განხილვა ახლა უადგილოა. ეს სომხეთის შიდა საქმეა . ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს. სომხეთი ჩვენი ახლო მოკავშირეა”,- განაცხადა პესკოვმა.
ჟურნალისტების შეკითხვას, შედგა თუ არა ბოლო დღეების განმავლობაში კონტაქტი სომხეთისა და რუსეთის პირველ პირებს შორის, პესკოვმა უპასუხა, რომ კრემლიდან ერევანში პირდაპირი კონტაქტი არ ყოფილა, თუმცა რამდენიმე დღის წინ პუტინსა და სერჟ სარგსიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. პესკოვი განმარტავს, რომ მაშინ პუტინმა სარგსიანს პრემიერ მინისტრად არჩევა მიულოცა.