დიმიტრი პესკოვი - მოსკოვი კიევთან დიალოგის დამყარების სუსტ საფუძველსაც კი ვერ ხედავს
მოსკოვი კიევთან დიალოგის დამყარების სუსტ საფუძველსაც კი ვერ ხედავს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ტელეარხ „რუსეთი 1“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„ფაქტობრივად, ახლა შეთანხმების წინაპირობები არ არსებობს. უფრო მეტიც, ახლა არ არსებობს თუნდაც სუსტი საფუძველი, რათა ვაწარმოოთ რაიმე სახის დიალოგი“, – განაცხადა პრეზიდენტის პრესმდივანმა.
პესკოვის თქმით, რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყების საშუალებას კიევს „მისი პატრონები“ არ აძლევენ.
„ჩვენ ვხედავთ – ა) – რეჟიმის მხრიდან სურვილის არქონას; ბ) – მოუმზადებლობას; გ) – რეჟიმისთვის ნებართვაზე უარის თქმას პატრონების მხრიდან. ამის თქმა ალბათ ყოველგვარი დიპლომატიური ორაზროვნების გარეშე შეიძლება. ამიტომ მოლაპარაკების წინაპირობები ახლა არ არსებობს”, – აღნიშნა პესკოვმა.