დიმიტრი პესკოვი მორიგ სიცრუეს უწოდებს ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომ რუსეთი ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე ტერორისტულ შეტევას გეგმავს
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი სიცრუეს უწოდებს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომ რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ტერორისტულ შეტევას გეგმავს.
„ეს არის მორიგი სიცრუე. ახლახან გვქონდა კონტაქტი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან და მათგან ძალიან მაღალი შეფასებაც მივიღეთ“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
პესკოვმა აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში იგეგმება შეხვედრა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა და „როსატომის“ ხელმძღვანელებს შორის.
„ჩვენი დიალოგი და თანამშრომლობა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან გრძელდება. ჩვენც და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოც დაინტერესებული ვართ ამ ურთიერთობის გაგრძელებით, დანარჩენი ყველაფერი სიცრუეა“, – აღნიშნა პესკოვმა.