დიმიტრი პესკოვი - მონღოლელ მეგობრებთან შესანიშნავი დიალოგი გვაქვს, ვლადიმერ პუტინის იქ ჩასვლასთან დაკავშირებით არ ვღელავთ
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ მონღოლეთში ვლადიმერ პუტინის ვიზიტის გამო არ ღელავენ.
კრემლის წარმომადგენელს ჟურნალისტებმა კომენტარი იმ ფაქტის გამო სთხოვეს, რომ მონღოლეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის ხელმომწერი სახელმწიფოა, ხოლო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი აქვს გაცემული.
„არა, არ ვღელავთ. ჩვენ შესანიშნავი დიალოგი გვაქვს ჩვენს მეგობრებთან მონღოლეთიდან“, – განაცხადა პესკოვმა.
რუსეთის პრეზიდენტი მონღოლეთში ოფიციალური ვიზიტით 3 სექტემბერს ჩავა.