დიმიტრი პესკოვი - მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, რუსეთის დელეგაცია უკრაინელებთან მოლაპარაკებისთვის ბელარუსში ჩავიდა
დიმიტრი პესკოვი - მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, რუსეთის დელეგაცია უკრაინელებთან მოლაპარაკებისთვის ბელარუსში ჩავიდა

რუსეთის დელეგაცია უკრაინის მხარესთან მოლაპარაკებებისთვის ბელარუსში ჩავიდა.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, რუსეთის დელეგაცია, რომელიც შედგება საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს და სხვა უწყებების, მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისგან, ჩავიდა ბელარუსი უკრაინელებთან მოლაპარაკებისთვის. ჩვენ მზად ვიქნებით ამ მოლაპარაკებების დასაწყებად გომელში“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა.