დიმიტრი პესკოვი - გარკვეული კომპრომისის სახით განიხილება ავსტრიული ან შვედური ვარიანტი, რაც გულისხმობს უკრაინის დემილიტარიზებულ ქვეყნად გადაქცევას
დიმიტრი პესკოვი - გარკვეული კომპრომისის სახით განიხილება ავსტრიული ან შვედური ვარიანტი, რაც გულისხმობს უკრაინის დემილიტარიზებულ ქვეყნად გადაქცევას

კიევთან მოლაპარაკებებისას განიხილება ავსტრიული ან შვედური ვარიანტი, რომელიც გულისხმობს უკრაინის დემილიტარიზებულ ქვეყნად გადაქცევას, რაც შეიძლება, განიხილებოდეს კომპრომისად. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განუცხადა.

„ნამდვილად განიხილება ეს ვარიანტი, რომელიც შეიძლება, განიხილებოდეს როგორც გარკვეული კომპრომისი. სიტუაცია უკრაინაში შეიძლება, გამოსწორდეს მხოლოდ რუსულ და უკრაინულ დელეგაციებს შორის შეთანხმების მიღწევის გზით“, – განაცხადა პესკოვმა.
აღსანიშნავია, რომ მანადე რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ ვლადიმირ მედინსკიმ განაცხადა, რომ კიევი მოლაპარაკებებზე გამოდის წინადადებებით, უკრაინა გახდეს ავსტრიისა და შვედეთის მსგავსად დემილიტარიზებული სახელმწიფო.