დიმიტრი პესკოვი განმარტავს, რატომ განსხვავდება რუსეთის რეაქცია უკრაინისა და ფინეთ-შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებაზე
რუსეთი უკმაყოფილოა ფინეთისა და შვედეთის გადაწყვეტილებით, შეუერთდნენ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, – მედიის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისივე თქმით, მოსკოვი ყურადღებით აკვირდება ამ პროცესს, ჩატარდება ღრმა ანალიზი ასეთი ნაბიჯის შესაძლო შედეგებთან დაკავშირებით.
პესკოვმა ასევე განმარტა, რატომ განსხვავდება რუსეთის რეაქცია უკრაინისა და ფინეთ-შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებაზე.
„ჩვენ არ გვაქვს ტერიტორიული დავა არც შვედეთთან და არც ფინეთთან. მაშინ, როცა უკრაინა პოტენციურად შესაძლოა, გახდეს ნატო-ს წევრი, რუსეთს შესაძლოა, ტერიტორიული პრობლემა ჰქონდეს ქვეყანასთან, რომელიც ალიანსის წევრია, რაც უზარმაზარ რისკს შეიცავს მთელი კონტინენტისთვის“, – განაცხადა პესკოვმა.