დიმიტრი პესკოვი-ჩვენ ტვიტერ-დიპლომატიის მონაწილეები არ ვართ
დიმიტრი პესკოვი-ჩვენ ტვიტერ-დიპლომატიის მონაწილეები არ ვართ

მოსკოვი ტვიტერ-დიპლომატიაში არ მონაწილეობს და საერთაშორისო საქმეებში უფრო სერიოზულ მიდგომას ემხრობა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ჩვენ ტვიტერ-დიპლომატიის მონაწილეები არ ვართ. სერიოზული მიდგომების მომხრები ვართ“, – განაცხადა პესკოვმა.

ამასთან, კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, არ გადაიდგას ისეთი ნაბიჯები, რომლებიც დააზარალებს სირიაში არსებულ მყიფე სიტუაციას.

„კვლავ დარწმუნებულები ვართ, რომ დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენების ცნობა გამოგონილია და ვერ იქნება გამოყენებული რამე სახის ძალისმიერი მოქმედებების საბაბად“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „ტვიტერში“ დაწერა, რომ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების საპასუხოდ, რუსეთი უნდა მოემზადოს სირიაზე სარაკეტო დარტყმისთვის.