დიმიტრი პესკოვი - ჩვენ არ ვართ რომის სტატუტის მონაწილეები, არ ვაღიარებით მას, შესაბამისი დამოკიდებულება გვაქვს ჰააგის სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილების მიმართ
დიმიტრი პესკოვი - ჩვენ არ ვართ რომის სტატუტის მონაწილეები, არ ვაღიარებით მას, შესაბამისი დამოკიდებულება გვაქვს ჰააგის სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილების მიმართ

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი ჰააგის სასამართლოს მიერ ორი რუსი სამხედრო მაღალჩინოსნის დაკავების ორდერის გაცემას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსეთი რომის სტატუტის მონაწილე არ არის.

„ჩვენ არ ვართ რომის სტატუტის მონაწილეები, ჩვენ არ ვაღიარებით მას. შესაბამისი დამოკიდებულება გვაქვს ასეთი გადაწყვეტილებების მიმართ“, – განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, გუშინ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის შორეული ავიაციის მეთაურის, სერგეი კობილაშისა და შავი ზღვის ფლოტის მეთაურის, ადმირალ ვიქტორ სოკოლოვის დაკავების ორდერები გასცა. სასამართლოს ცნობით, ისინი ეჭვმიტანილები არიან უკრიანაში სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმების განხორციელებასა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულში.

ცნობისთვის, ჰააგის სასამართლოს გაცემული აქვს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერიც.