დიმიტრი პესკოვი - ჩვენ არ ვახორციელებთ თავდასხმას სამოქალაქო ობიექტებზე, საავადმყოფოზე თავდასხმა უკრაინული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემით განხორციელდა და არა - რუსულით
კრემლში კიევის ბავშვთა საავადმყოფოზე თავდასხმას ეხმაურებიან. როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, თავდასხმა უკრაინული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემით განხორციელდა და არა – რუსულით.
„ჩვენ არ ვახორციელებთ თავდასხმას სამოქალაქო ობიექტებზე. თავდასხმა ხორციელდება კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, სამხედრო ობიექტებზე, რომლებიც ამა თუ იმ გზით კავშირშია კიევის რეჟიმის სამხედრო პოტენციალთან“, – თქვა პესკოვმა.
კიევზე რუსეთის თავდასხმების შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა, 117 ადამიანი კი დაშავდა.