დიმიტრი პესკოვი - არათავისუფალი საარჩევნო კამპანიის პირობებშიც კი ვხედავთ, რამდენი ადამიანი არ არის მაია სანდუს იდეოლოგიის მხარდამჭერი, ეს იპყრობს ყურადღებას
დიმიტრი პესკოვი - არათავისუფალი საარჩევნო კამპანიის პირობებშიც კი ვხედავთ, რამდენი ადამიანი არ არის მაია სანდუს იდეოლოგიის მხარდამჭერი, ეს იპყრობს ყურადღებას

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივან დიმიტრი პესკოვის განცხადებით, მოლდოვაში საარჩევნო კამპანია არ იყო თავისუფალი და ასეთ პირობებშიც კი ბევრი არ უჭერს მხარს მაია სანდუს.

„ასეთი არათავისუფალი საარჩევნო კამპანიის პირობებშიც კი ვხედავთ, რამდენი ადამიანი არ არის მოქმედი პრეზიდენტის, სანდუს იდეოლოგიის მხარდამჭერი, ეს იპყრობს ყურადღებას“, – განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.

პესკოვის თქმით, მოლდოვაში წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში „ოპოზიციურ ძალებს შეეზღუდათ შესაძლებლობა, ეწარმოებინათ რაიმე აგიტაცია, ჩართულიყვნენ საარჩევნო პროცესში, მათ სდევნიდნენ, აგდებდნენ ციხეში, უწყობდნენ დაკითხვებს, არ უშვებდნენ ქვეყანაში, იხურებოდა მედიასაშუალებები, იბლოკებოდა ინტერნეტრესურსები“.

20 ოქტომბერს მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. მოლდოვაში ბიულეტენების 99.32 პროცენტის დათვლის შემდეგ მაია სანდუს ხმათა 42.31% აქვს. მეორე ადგილზეა მოლდოვის ყოფილი გენერალური პროკურორი, ალექსანდრე სტოიანოგლო, რომელიც მაია სანდუს მოსკოვთან კონფრონტაციული პოლიტიკის გამო აკრიტიკებს. მას ხმების 26.09 პროცენტი აქვს. საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად, მოლდოვაში ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმიც ჩატარდა. მოლდოვის საკონსტიტუციო რეფერენდუმზე ბიულეტენების 99.41%-ის დათვლის შემდეგ 50.39% ევროინტეგრაციის მომხრეა, ხოლო 49.61% – წინააღმდეგი.