დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინის დონალდ ტრამპთან ინაუგურაციამდე საუბარი გამორიცხული არ არის
დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინის დონალდ ტრამპთან ინაუგურაციამდე საუბარი გამორიცხული არ არის

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დონალდ ტრამპთან ინაუგურაციამდე საუბარი გამორიცხული არ არის.

რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ეს გამორიცხული არ არის. ის ხომ ამბობდა, რომ დაურეკავდა პუტინს ინაუგურაციამდე. ეს არის მისი სიტყვები. ჯერჯერობით სხვა არაფერია, რისგანაც შეიძლება, გამოვიდეთ“, – განუცხადა პესკოვმა ტრამპისა და პუტინის საუბრის შესაძლებლობის შესახებ დასმულ კითხვაზე.

ამასთან, კრემლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთის წარმომადგენლებს დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბთან კონტაქტები არ ჰქონიათ.