დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი შესაბამის დროს დონბასში ჩავა
ვლადიმერ პუტინი შესაბამის დროს დონბასში ჩავა, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„დროთა განმავლობაში ეს მოხდება, რა თქმა უნდა, ეს არის რუსეთის ფედერაციის რეგიონი“, – თქვა პესკოვმა.
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებით, არ არსებობს ინფორმაცია რუსეთში მობილიზაციის ახალი ტალღების შესახებ, რამდენადაც პუტინმა მისი დასრულება გამოაცხადა.
9 ნოემბერს პესკოვმა უკვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ პუტინი ცოტა ხნის შემდეგ დონბასს ეწვეოდა, მაგრამ კონკრეტული გეგმები არ გასაჯაროებულა.