დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ვიქტორ ორბანი კიევში „ბრიუსელის ინტერესების“ გასატარებლად ჩავიდა მას შემდეგ, რაც უნგრეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე გახდა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი კიევში „ბრიუსელის ინტერესების“ გასატარებლად მას შემდეგ ჩავიდა, რაც ქვეყანა პირველ ივლისს ექვსი თვით ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე გახდა, – ასე გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი ორბანის კიევში ვიზიტს.
„უნგრეთი გახდა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე. ამიტომ მან უნდა შეასრულოს თავისი ფუნქციები ბრიუსელის ინტერესების კონტექსტში და არა – უნგრეთის ეროვნული ინტერესები“, – აღნიშნა პესკოვმა.
კრემლის წარმომადგენლის თქმით, მოსკოვი არ ელოდება უნგრეთისგან რაიმე განსაკუთრებულ ნაბიჯებს. პესკოვმა ასევე განუმარტა ჟურნალისტებს, რომ „მოსკოვს არ სჭირდება კომენტარის გაკეთება“ იმაზე, რას უნდა ელოდოს უნგრეთის პრემიერის კიევში მოგზაურობისგან. ამასთან, პესკოვის განცხადებით, უნგრეთის მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელი ცდილობს, იმოქმედოს საკუთარი სახელმწიფოს და არა ევროკავშირის ინტერესებიდან გამომდინარე.
„ორბანმა იცის, მტკიცედ როგორ დაიცვას თავისი ქვეყნის ინტერესები“, – ამბობს პესკოვი.
უნგრეთის პრემიერ მინისტრი ვიქტორ ორბანი ოფიციალური ვიზიტით კიევში დღეს ჩავიდა.