დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთს აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან კონტაქტი ჯერ არ ჰქონია
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთს აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან კონტაქტი ჯერ არ ჰქონია. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.
ამასთან, პესკოვი აღნიშნავს, რომ რუსეთი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის ადმინისტრაციის შემადგენლობის ჩამოყალიბებას აკვირდება, თუმცა, მისი თქმით, რამეზე საუბარი ჯერ ნაადრევია.
„ჩვენ უდავოდ ვაკვირდებით, თუმცა, დამიჯერეთ, ეს არ არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. ახლა რამეზე საუბარი ჯერ ადრეა“, – აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.