დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთი აფასებს ვიქტორ ორბანის ძალისხმევას, განმარტოს რუსეთისა და უკრაინის პოზიციები კონფლიქტის მოგვარების თაობაზე
რუსეთი აფასებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ძალისხმევას, განემარტა რუსეთისა და უკრაინის პოზიციები კონფლიქტის მოგვარების თაობაზე.
„ბატონი ორბანი იღებს სერიოზულ ინიციატივას, რომ შეადაროს სხვადასხვა მხარის პოზიციები ორიგინალ წყაროებზე დაყრდნობით. ვაფასებთ ბატონი ორბანის ამ ძალისხმევას. მხარეებს შორის არის მთელი რიგი უთანხმოება, მაგრამ ბატონი ორბანი მაინც ცდილობს, გაიგოს ამ უთანხმოების არსი, რაც ძალიან დასაფასებელია“, – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა.
შეგახსენებთ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ვიზიტით ჯერ კიევში იყო ჩასული, შემდეგ კი – მოსკოვში. დღეს ის ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინ პინს შეხვდა. მან ამ ვიზიტს „სამშვიდობო მისიის“ მესამე ეტაპი უწოდა. ინიციატივას არც ევროკომისიის და არც უკრაინის მხარდაჭერა აქვს. ასევე, უნგრეთის ლიდერი ვაშინგტონში მიემგზავრება, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, ნატო-ს სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ჟურნალისტების კითხვაზე, გაუგზავნა თუ არა პუტინმა ორბანის მეშვეობით გზავნილი აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენსა და ნატო-ს სხვა ლიდერებს, პესკოვმა უპასუხა, რომ არა.