დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ მოსკოვზე თავდასხმა რუსეთის მიერ განხორციელებულ ეფექტურ დარტყმებზე კიევის პასუხია
მოსკოვზე თავდასხმა კიევის პასუხია რუსეთის მიერ განხორციელებულ ეფექტურ დარტყმებზე, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„აშკარაა, რომ ჩვენ ვსაუბრობთ კიევის რეჟიმის პასუხზე ჩვენს ძალიან ეფექტურ დარტყმებზე ერთ-ერთ გადაწყვეტილებების მიმღებ ცენტრზე, რომელიც კვირას მოხდა“, – აღნიშნა პესკოვმა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინა მოსკოვს უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხა თავს. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად რამდენიმე შენობა დაზიანდა, თუმცა არავინ დაშავებულა.