დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ დასავლეთის ქმედებების შედეგად შექმნილი დღის წესრიგი რუსეთის ბირთვული დოქტრინის აქტუალიზაციას მოითხოვს
რუსეთის ბირთვული დოქტრინის აქტუალიზაციას დასავლეთის ქმედებების შედეგად შექმნილი დღის წესრიგი მოითხოვს, – ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პეკსოვმა ვლადივოსტოკში აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე მედიასთან საუბრისას განაცხადა.
პესკოვის თქმით, რუსეთი ნამდვილად მუშაობს ბირთვული დოქტრინის განახლებაზე.
„ნამდვილად, ე.წ. კოლექტიური დასავლეთის ქვეყნების მიერ პროვოცირებული გამოწვევებისა და საფრთხეების ფონზე, რუსეთის ფედერაცია ამჟამად აწარმოებს სამუშაოს ბირთვული დოქტრინის დაგეგმილი განახლების კონტექსტში, ახალი მიდგომების შესამუშავებლად. ბირთვული დოქტრინის ამ აქტუალიზაციას მოითხოვს ამჟამინდელი დღის წესრიგი და მდგომარეობა, რომელიც კოლექტიური დასავლეთის ქმედებების შედეგად შეიქმნა“, – განაცხადა პესკოვმა.