დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე რუსი სამშვიდობოების მუშაობას ბაქოსთან განიხილავენ
დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე რუსი სამშვიდობოების მუშაობას ბაქოსთან განიხილავენ

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე რუსი სამშვიდობოების მუშაობას ბაქოსთან განიხილავენ.

კითხვაზე, რა ბედი ეწევათ ყარაბაღში მყოფ რუს სამხედროებს მას შემდეგ, რაც ყარაბაღის ე.წ. რესპუბლიკამ თვითლიკვიდაცია გამოაცხადა, პუტინის პრესმდივანმა ასე უპასუხა:

„ამ კითხვაზე პასუხს, სავარაუდოდ, ვერავინ გასცემს, რადგანაც ახლა საუბარია მისიაზე, რომელიც იმყოფება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ეს იქნება ჩვენი განხილვის საგანი აზერბაიჯანულ მხარესთან“, – განაცხადა პესკოვმა.