დიმიტრი მედვედევმა რუსეთის პრემიერის თანამდებობა კიდევ ერთხელ დაიკავა
დიმიტრი მედვედევმა რუსეთის მთავრობის ხელმძღვანელის თანამდებობა კიდევ ერთხელ დაიკავა. შესაბამის ბრძანებას რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი უკვე მოაწერა.
მანამდე, მედვედევის კანდიდატურა რუსეთის დუმამ დაამტკიცა. რუსეთის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს 374-მა დეპუტატმა მისცა ხმა, 56 კი წინააღმდეგ წავიდა.
რუსეთის მთავრობის ხელმძღვანელის დასამტკიცებლად დუმაში 226 ხმა იყო საჭირო. დამტკიცებამდე დიმიტრი მედვედევი დუმაში სიტყვით გამოვიდა და პრიორიტეტულ ამოცანებზე ისაუბრა.
მედვედევი რუსეთის ხელისუფლებას ბოლო 6 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.