დიმიტრი მედვედევი - უკრაინაში უცხოელი დაქირავებული მებრძოლები, რომლებიც არ დანებდებიან ჩვენს სამხედრო ძალებს, უნდა დაექვემდებარონ დენაციფიკაციას, ცხადია, თუ ცოცხლები გადარჩნენ
დიმიტრი მედვედევი - უკრაინაში უცხოელი დაქირავებული მებრძოლები, რომლებიც არ დანებდებიან ჩვენს სამხედრო ძალებს, უნდა დაექვემდებარონ დენაციფიკაციას, ცხადია, თუ ცოცხლები გადარჩნენ

უკრაინაში მყოფი ყველა უცხოელი დაქირავებული მებრძოლის დენაციფიკაციაა საჭირო, თუ ისინი ცოცხლები გადარჩნენ.

ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

მისი თქმით, უცხოელები, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან, მოხალისეები არ არიან და მათზე ჟენევის კონვენცია არ ვრცელდება.

„ამიტომ, უკრაინაში უცხოელი დაქირავებული მებრძოლები, რომლებიც არ დანებდებიან ჩვენს სამხედრო ძალებს, თავიანთ ზედამხედველებთან ერთად უნდა დაექვემდებარონ პირველ რიგში დენაციფიკაციას. მათ მოუწევთ, პასუხი აგონ ამ ქმედებებისთვის, ცხადია, თუ ცოცხლები გადარჩებიან“, – განაცხადა მედვედევმა.

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე მიიჩნევს, რომ უცხოელ მებრძოლებს უკრაინაში რუსი სამხედროების მოსაკლავად გასამრჯელოს უხდიან.