დიმიტრი მედვედევი - რუსეთს სტრატეგიული ბირთვული ძალების სფეროში უპირატესობა რომ არ ჰქონოდა, მას ნამდვილად ნაგლეჯებად აქცევდნენ
რუსეთს სტრატეგიული ბირთვული ძალების სფეროში უპირატესობა რომ არ ჰქონოდა, მას ნამდვილად ნაგლეჯებად აქცევდნენ, – ამის შესახებ რუსულ მედიასთან ვრცელ ინტერვიუში რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.
„უპილოტო საფრენი აპარატები, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, ასეთი კონფლიქტის პირობებშიც, როგორიც ახლაა. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ გვაქვს პარიტეტი, უპირატესობაც კი სტრატეგიული ბირთვული ძალების სფეროში. ეს, სინამდვილეში, ჩვენი ქვეყნის არსებობისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მედვედევმა.
მედვედევმა ბირთვულ სფეროში უპირატესობას ქვეყნის საფუძველი უწოდა, რომელიც რუსეთის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.