დიმიტრი მედვედევი - ილონ მასკი ყოჩაღია, ეკუთვნის ოფიცრის რიგგარეშე წოდება
მასკი ყოჩაღია, ეკუთვნის ოფიცრის რიგგარეშე წოდება, – ასე გამოეხმაურა ილომ მასკის მიერ უკრაინა-რუსეთის კონფლიქტის შესახებ გამოქვეყნებულ პოსტებს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ყოფილი პრემიერი დიმიტრი მედვედევი.
„ტელეგრამ “არხში გამოქვეყნებულ განცხადებაში, მედვედევმა მასკი კინოფილმ „გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვების“ პერსონაჟს, საბჭოთა ჯაშუშს შტირლიცს, იგივე იუსტასს შეადარა.
„მასკი ყოჩაღია. ეკუთვნის ოფიცრის რიგგარეშე წოდების მიკუთვნება. თუმცა, ნაადრევად გაიშიფრა იუსტასი. შემდეგი პოსტი იქნება რამე მსგავსი „უკრაინა ხელოვნურად შექმნილი სახელმწიფოა”, – წერე მედვედევი „ტელეგრამ“ არხში.
შეგახსენებთ, Space X-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა სოციალურ ქსელ ტვიტერში დადო გამოკითხვა და შემდეგი პუნქტები ჩამოთვალა: „უკრაინა-რუსეთის მშვიდობა: ანექსირებულ რეგიონებში არჩევნების თავიდან ჩატარება გაერო-ს ზედამხედველობით. რუსეთი წავა, თუ ეს ხალხის ნება იქნება. ყირიმი ფორმალურად რუსეთის ნაწილია, როგორც ეს იყო 1783 წლიდან (ხრუშჩოვის შეცდომამდე). ყირიმის წყალმომარაგება უზრუნველყოფილი იქნება. უკრაინა ნეიტრალური რჩება“, – წერს მასკი.