დიმიტრი მედვედევი - არაუფლებამოსილი შუამავლების უსაქმური ყბედობა მშვიდობის თემაზე დასრულებულია, ყველას ესმის, რომ მტრის სრულ განადგურებამდე აღარანაირი მოლაპარაკებები არ იქნება
ყველას ესმის, რომ მტრის სრულ განადგურებამდე აღარანაირი მოლაპარაკებები არ იქნება, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი „ტელეგრამარხში“ წერს.
მედვედევის თქმით, „ბოლო დროს არსებობდა საფრთხე, მოლაპარაკებების ხაფანგი“.
„ჩემი აზრით, ბოლო დროს, თუნდაც თეორიულად, თუმცა არსებობდა ერთი საფრთხე – მოლაპარაკებების ხაფანგი, სადაც ჩვენი ქვეყანა, შესაძლოა, მოხვედრილიყო გარკვეულ გარემოებებში. კერძოდ, იგულისხმება საერთაშორისო საზოგადოების მიერ შეთავაზებული და კიევის რეჟიმისთვის თავს მოხვეული ნაადრევი არასაჭირო მოლაპარაკებები მშვიდობაზე, გაურკვეველი პერსპექტივებითა და შედეგებით. კურსკის ოლქში ნეონაცისტების მიერ ტერორიზმის აქტის განხორციელების შემდეგ ყველაფერი თავის ადგილას დადგა. არაუფლებამოსილი შუამავლების უსაქმური ყბედობა მშვენიერი მშვიდობის თემაზე დასრულებულია. ახლა ყველას ყველაფერი ესმის, თუნდაც ხმამაღლა არ საუბრობდნენ. ესმით, რომ მტრის სრულ განადგურებამდე აღარანაირი მოლაპარაკებები არ იქნება“, – წერს მედვედევი.