დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ ნატო-ს მხარდაჭერით უკრაინის კონტრშეტევა თუ წარმატებული იქნებოდა, რუსეთს ბირთვული იარაღის გამოიყენება მოუწევდა
ნატო-ს დახმარებით უკრაინის კონტრშეტევა თუ წარმატებული იქნებოდა, რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენება მოუწევდა, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.
„უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ ნატო-სთან ტანდემში უკრაინის კონტრშეტევამ წარმატებას მიაღწია და დასრულდა ჩვენი მიწის ნაწილის წართმევით, მაშინ ჩვენ, რუსეთის პრეზიდენტის ბრძანების შესაბამისად, მოგვიწევდა ბირთვული იარაღის გამოყენება, სხვა გამოსავალი უბრალოდ არ გვექნებოდა“, – წერს მედვედევი.
მანამდე მედვედევმა არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთის დამარცხებამ ამ ომში შეიძლება გამოიწვიოს ბირთვული კონფლიქტი.