დიმიტრი მედვედევი - 2008 და 2014 წლების მოვლენები რუსეთის დასავლეთთან ურთიერთობაში გარდამტეხ მოვლენებად იქცა
2008 და 2014 წლების მოვლენები რუსეთის დასავლეთთან ურთიერთობაში გარდამტეხ მოვლენებად იქცა, – ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.
დიმიტრი მედვედევი „იზვესტიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ამბობს, რომ „პირველი გარდამტეხი მოვლენა იყო 2008 წლის შემოდგომაზე, როდესაც დასავლურმა სამყარომ მხარი დაუჭირა საქართველოს აგრესიას ოსი ხალხის წინააღმდეგ და ხელი შეუწყო ავანტიურისტს, რომელიც მოგვიანებით უარყო არა მხოლოდ საკუთარმა ქვეყანამ, არამედ უცხომაც, სადაც ლაჩრულად გაიქცა“.
მედვედევის განცხადებით, მეორე გარდამტეხი მომენტი იყო 2014 წლის გაზაფხული, როდესაც ყირიმის მოსახლეობამ ლეგალური რეფერენდუმით გამოხატა თავისი ნება და სამუდამოდ დაბრუნდა ისტორიულ სამშობლოში, რამაც დასავლურ სამყაროში გაბრაზება და ისტერია გამოიწვია, რომელიც დღემდე გრძელდება.
„ისტორია სხვა რამესაც გვიჩვენებს: ნებისმიერი დანგრეული იმპერია თავის ნანგრევებში მართავს მსოფლიოს ნახევარს ან უფრო მეტსაც. როგორც ჩანს, მათ, ვინც ჯერ სსრკ გაანადგურეს და ახლა რუსეთის ფედერაციის განადგურებას ცდილობენ, ამის გაგება არ სურთ. მათ აქვთ ბოდვითი ილუზიები, რომ საბჭოთა კავშირის გასროლის გარეშე სხვა სამყაროში გაგზავნით შეძლებენ დღევანდელი რუსეთის დამარხვას საკუთარი თავისთვის მნიშვნელოვანი პრობლემების გარეშე“, – აცხადებს დიმიტრი მედვედევი.