დიმიტრი ხუნდაძე - ვულოცავ ექიმთა საერთაშორისო დღეს ყველა ექიმს, ვინც მოქალაქეთა ჯანმრთელობის სადარაჯოზე ურყევად დგას
დიმიტრი ხუნდაძე - ვულოცავ ექიმთა საერთაშორისო დღეს ყველა ექიმს, ვინც მოქალაქეთა ჯანმრთელობის სადარაჯოზე ურყევად დგას

ვულოცავ ექიმთა საერთაშორისო დღეს ყველა ექიმს, ვინც მოქალაქეთა ჯანმრთელობის სადარაჯოზე ურყევად დგას, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე „ფეისბუქზე“ წერს.

როგორც ხუნდაძე წერს, ექიმების როლი განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა კოვიდპანდემიასთან ბრძოლის დროს, როდესაც სხვის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ზოგჯერ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ხდებოდა.

„მიუხედავად ამ რისკებისა, მათ ამაზე უარი არ უთქვამთ. მადლობას გიხდით თითოეულ ექიმს ამისათვის და გისურვებთ წარმატებებს როგორც პროფესიულ, ასევე პირად ცხოვრებაში.

დღევანდელი დღე მსურს, მივულოცო ასევე იმ სტუდენტებს, ვინც ექიმის პროფესიის გზას უკვე შეუდგა. იმედს გამოვთქვამ, ისინიც მაღალის პროფესიონალიზმით გააგრძელებენ ქართული ჯანდაცვის ღირსეულ ტრადიციებს“,- წერს დიმიტრი ხუნდაძე.