დიმიტრი ხუნდაძე - ვირუსი არ არჩევს საკრებულოს წევრობას, თანამდებობას, პოლიტიკურ მრწამსს და გვარიშვილობას, ყველას სჭირდება სიფრთხილე
საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სადაც როგორ განვითარდება, იმის მიხედვით დაწესდება შესაბამისი რეგულაციები.
კითხვაზე განიხილება თუ არა რუსთავის ჩაკეტვის საკითხი, დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, რომ ამ კონკრეტულ საკითხზე ეპიდემიოლოგებთან გაივლიან კონსულტაციას.
„ხედავთ რომ, ვირუსი არ არჩევს არც საკრებულოს წევრობას, არც თანამდებობას, არც პოლიტიკურ მრწამსს, არც გვარიშვილობას. ყველას სჭირდება სიფრთხილე და რეკომენდაციების შესრულება. დანარჩენი, ეპიდემიოლოგებთან განვიხილავთ ამ კონკრეტულ საკითხს და იქნება შესაბამისი რეკომენდაციები. თქვენ ხედავთ, რომ ჩვენ გადაწყვეტილებებს ვღებულობთ ძალიან მალე. ზოგჯერ ვასწრებთ კიდეც დროულ გადაწყვეტილებას ადრე მიღებული ქმედებით და ეს აისახება შედეგზეც. ყოველდღიური მატება არის დადასტურებული შემთხვევების, არის სცენარები, რომელიც ალბათ ყურში ცუდად გვხდება, მაგრამ დღევანდელი ამ რეალობისთვის არის რეალური, ისე რომ არ დავაგვიანებთ გადაწყვეტილებას, ქმედება იქნება შესაბამისი და გადაწყვეტილება იქნება ცოტა ადრეც, ვიდრე ეს საჭიროც არის“, – განაცხადა ხუნდაძემ.