დიმიტრი ხუნდაძე - ვგმობ საქართველოს პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის განადგურებას, ეს ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებში არ შედის
„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის განადგურებას გმობს.
როგორც ხუნდაძე აღნიშნავს, მსგავსი ქმედება ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებში არ შედის.
„ვგმობ საქართველოს პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის განადგურებას, ეს არ შედის ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებში. საზოგადოების გარკვეული ნაწილის დამოკიდებულება – „არ წავიკითხავ, შეურაცხყოფას მივაყენებ სხვას, დროშას დავხევ…“ და სხვა მსგავსი შინაარსის მოწოდებები, ქმედებები მიუღებელია და სახელმწიფოს იმიჯს აზიანებს“, – აღნიშნავს დიმიტრი ხუნდაძე.