დიმიტრი ხუნდაძე - ვფიქრობ, უკრაინის ხელისუფლება მყარი და პრინციპული უნდა იყოს
უკვე არაერთხელ დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკა არის დამანგრეველი პოლიტიკა, – ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინას უწევს იმ შეცდომების საზღაურის გადახდა, რაც დაუშვა რამოდენომე წლის წინ, როდესაც საკუთარი საზოგადოებისაგან დაწუნებული მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში შეუშვა და საკუთარი ქვეყნის მართვა ჩააბარა.
“დღეს, სააკაშვილის დაკავებით, უკრაინის ხელისუფლებამ შეაჩერა საკუთარი სახელმწიფოს რღვევა და ვფიქრობ, ის უნდა იყოს მყარი, პრინციპული და თანმიმდევრული ამ საკითხში”,- აღნიშნა ხუნდაძემ.
რაც შეეხება ექსტრადირების საკითხს, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან ქართულ პროკურატურას აქვს კითხვები, მაგრამ ამ ეტაპზე ჯერი დგას უკრაინის ხელისუფლებაზე, რადგან მან კონკრეტული სამართალდარღვევის ფაქტები ჩაიდინა და დღეს უკრაინელი სამართალდამცავების წინაშე პასუხისგება მოუწევს.