დიმიტრი ხუნდაძე - ვანოსაც და მიშასაც თავისი ადგილი აქვთ მიჩენილი, საზოგადოება, რომელმაც ეს წარსული თავად მოიცილა, აღარ ჩაჯდება ძველ ვაგონში, რომელიც ცუდად მიექანებოდა
ვანო მერაბიშვილის გამოჩენა ნიშნავს იმას, რომ საზოგადოება იმ მძიმე წარსულთან დღესაც ახლოს დაიარება, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
„ახლოს არის ვანო, ახლოს არის მიშა, თუმცა ერთსაც და მეორესაც თავისი ადგილი აქვთ მიჩენილი. მერწმუნეთ, რომ საზოგადოება, რომელმაც ეს წარსული თვითონ მოიცილა თავიდან, არ ჩაჯდება იმ ძველ ვაგონში, რომელიც ძალიან ცუდად მიექანებოდა. ასე რომ, ეს არის მათი უსაფუძვლო, უშედეგო მცდელობა, თუმცა, რა თქმა უნდა, რეალობა არის ის, რაც არის. საზოგადოებას მაინც სჭირდება სიფრთხილე, გონიერება, რომ თავისდაუნებურად მერე მათივე გამოსასწორებელი არ გახდეს ის, რაც აქამდე უკვე მათი ხელით გაკეთდა“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.