დიმიტრი ხუნდაძე - უმჯობესია, ეკა ბესელიას დაველოდოთ, მჯერა, რომ შედეგი იქნება სამართლიანი და ობიექტური
დიმიტრი ხუნდაძე - უმჯობესია, ეკა ბესელიას დაველოდოთ, მჯერა, რომ შედეგი იქნება სამართლიანი და ობიექტური

უმჯობესია, ეკა ბესელიას დაველოდოთ, მას არგუმენტები ექნება იმის საპირისპიროდ, რომ რეგლამენტი დაირღვა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

„რეგლამენტის დარღვევის გამო, ფრაქციამ გაიწვია დამტკიცებული პირველი მოადგილე კომიტეტის თავმჯდომარის მიერ წარდგენილი. არგუმენტების ჭიდილი იქნება. ვფიქრობ, რომ არაფერი საგანგაშო ამაში არ არის. საჭიროა, მოვისმინოთ არგუმენტები. საბოლოო შედეგი დადგება ის, რაც იქნება ობიექტური და სამართლიანი. არ ვიჩქაროთ, მოვუსმინოთ ოპონენტებს, პირობითად დაპირისპირებულ მხარეებს და დაველოდოთ, რა შედეგი დადგება. მჯერა, რომ შედეგი იქნება სამართლიანი და ობიექტური”, – განაცხადა ხუნდაძემ.