დიმიტრი ხუნდაძე - როგორც ჩანს, ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური მკვდრეთიდან აღსდგა, რაც არათუ გააძლიერებს პარტიას, არამედ დააჩქარებს მის დასასრულს
როგორც ჩანს, ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური მკვდრეთიდან აღსდგა, რაც არათუ გააძლიერებს პარტიას, არამედ დააჩქარებს მის დასასრულს, ეს პროცესი დაწყებულია, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
„ამის ერთ-ერთი ხელის შემწყობია მაოხრებელი გზირი ხაბე. ვფიქრობ, რომ ძლიერდება ის ჯგუფი, რომელიც ყველაზე მეტად დააახლოებს ამ პარტიას დასასრულთან. მათი მახასიათებელი დესტრუქცია ისევე შეუბრუნდება პარტიას, როგორც მანამდე შეუბრუნდა ვადამდელი არჩევნები“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა მონაწილეობა მიიღო გადაცემაში „ფეიგინ ლაივი“. როგორც მერაბიშვილმა განაცხადა, „დასავლეთის ზეწოლა უნდა წარიმართოს შიდა პროტესტების პარალელურად, რაც მეტი იქნება შიდა პროტესტი, დასავლელი მეგობრები უფრო გაბედულად იმოქმედებენ“.