დიმიტრი ხუნდაძე - ქვეყნის სიყვარული ფულად ერთეულებში არ იზომება
დიმიტრი ხუნდაძე - ქვეყნის სიყვარული ფულად ერთეულებში არ იზომება

ქვეყნის სიყვარული ფულად ერთეულებში არ იზომება. მინდა გითხრათ, რომ 22 ლარით არ მთავრდება სახელმწიფოს მხარდაჭერა ვეტერანების მიმართ, თუმცა, არასაკმარისია,- ასე გამოეხმაურა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე რიგგარეშე სესიის სხდომაზე ოპოზიციის კრიტიკას ომის ვეტერანების სოციალური პროგრამის თაობაზე.

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ომის ვეტერანების სოციალური დაცვის პროგრამა დამატებით ორი მილიონი ლარით არის შევსებული და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მათ ყველასგან გამორჩეული პაკეტი აქვთ. მისივე თქმით, ხელისუფლება მათთვის დახმარების პაკეტის გაზრდის საკითხზე მუშაობს.

„ომის ვეტერანების სოციალური დაცვის პროგრამა ორი მილიონი ლარით არის კიდევ შევსებული. ასევე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მათ აქვთ ყველასგან გამორჩეული და სრულიად დამსახურებული პაკეტი. ჯამში, 65 მილიონი ლარი, სრულიად დამსახურებულად იხარჯება ამ ღირსეულ მოქალაქეებზე. თუმცა, ომის ვეტერანებს ფულადი დახმარება დაახლოებით ხუთჯერ ჯერ უნდა გაეზარდოს. ამაზე პრემიერ-მინისტრის თანხმობა მიიღეთ და ეს აქ გაჟღერდა თქვენთან ერთად, თუმცა მანამდე მას ამაზე გუნდშიც უსაუბრია და ეს არის საკითხი არის გადასახედი და ეს საკითხი გადაიხედება“,-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.