დიმიტრი ხუნდაძე - პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატებზე ინფორმაცია აბსოლუტურად უსაფუძვლოა
საპრეზიდენტო კანდიდატები არც ნაადრევად დაგვისახელებია, არც დაგვიგვიანია და ის გვარები, რაც გავრცელდა, რეალურ საფუძველს მოკლებულია – ამის შესახებ უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ „ქართული ოცნების“ სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატებზე გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა.
„პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატებზე გავრცელებული ინფორმაცია აბსოლუტურად უსაფუძვლოა. მმართველ გუნდში არ განხილულა და ვფიქრობ ამაზე საუბარი ნაადრევია. თუმცა, როცა კონკრეტულ კანდიდატზე შევჯერდებით, ის საზოგადოებისთვის ცნობილი იქნება. ვფიქრობ, უპირველესი საზოგადოების დამოკიდებულებაა და კანდიდატიც უნდა იყოს შერჩეული ისეთი, რომელიც არა მხოლოდ გუნდის შიგნით, არამედ საზოგადოებაშიც მისაღები იქნება“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ
მისივე თქმით, ის, როგორც მმართველი გუნდის წევრი, მხარს იმ კანდიდატს დაუჭერს, რომელსაც მმართველი გუნდი დაასახელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მმართველ გუნდში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გიორგი კვირიკაშვილისა და დავით სერგეენკოს კანდიდატურები განიხილება.