დიმიტრი ხუნდაძე - პოლიტიკა ვერ გახდება თავშესაფარი ადამიანებისთვის, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს
დიმიტრი ხუნდაძე - პოლიტიკა ვერ გახდება თავშესაფარი ადამიანებისთვის, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, არ შეიძლება, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ულტიმატუმის საგანი გახდეს სამართალი, სასამართლო ან საგამოძიებო პროცესი დაუკავშირდეს არჩევნებს.

ჟურნალისტებთან საუბარში ხუნდაძე ოპოზიციის შეფასებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის ლოგიკით გამოდის, რომ არჩევნებს მიახლოებული უნდა შეჩერდეს სამართალი და პროკურატურა წავიდეს შვებულებაში.

„ვფიქრობ, სამართლებრივი ქვეყნისთვის ეს მიუღებელია და ვერც პოლიტიკა გახდება თავშესაფარი იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული და 50 მილიონზე ნაკლები თუ მეტი მოიპარეს. მათ პასუხისმგებლობისგან გვარ-სახელი და პოლიტიკური მრწამსი ვერ იხსნის“, – დასძინა ხუნდაძემ.