დიმიტრი ხუნდაძე - ოპოზიციის საერთო მაჟორიტარობის კანდიდატებს საზოგადოება კარგად იცნობს და შესაბამის ნიშანს დაუწერს არჩევნების დროს
ოპოზიციის საერთო მაჟორიტარობის კანდიდატები არიან ძველი სახეები, რომელთაც საზოგადოება ძალიან კარგად იცნობს, ამიტომ შესაბამის ნიშანს დაუწერს არჩევნების დროს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
„მეკითხებით, წარდგენილი კანდიდატების სიას გავეცანი თუ არა, რას უნდა გავეცნო, ესენი არიან ძველი სახეები, რომელთაც საზოგადოება ძალიან კარგად იცნობს, ამიტომ, ძველი ცნობადობით დაუწერს მათ ნიშანს არჩევნების დროს. არ მგონია, მათ შეძლონ საზოგადოებისთვის იმ წარსული საქმიანობის გადამალვა, რომელიც ძალიან კარგად ახსოვთ დღემდე საკმაოდ მძიმედ. ასე რომ, ნუ თვლიან, რომ საზოგადოებას აქვს ღრმა ამნეზია. საზოგადოებას ეს კარგად ახსოვს, მათ კარგად იცნობენ და ამ ცნობადობით იქნება შეფასება. ისინი აუცილებლად დამარცხდებიან“, – განაცხადა ხუნდაძემ.
ოპოზიციამ თბილისის ექვს ოლქში საერთო მაჟორიტარული კანდიდატები დღეს დაასახელა.